×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირში როუმინგის საფასური უქმდება

ევროკომისიის ახალი რეგულაციით ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყნიდან მეორეში გადასვლისას ადამიანები ტელეფონებზე ზარის განხორციელებისას როუმინგის თანხას აღარ გადაიხდიან. რეგულაცია 2017 წლის 15 ივნისიდან ამოქმედდება და ყველა არსებული ან ახალი კონტაქტი, რომელიც შეიცავს როუმინგის მომსახურებას შეიცვლება იმ მომსახურებით, რომლითაც სარგებლობენ ქვეყნის შიგნით.  ევროკავშირის ახალი წესები შეეხება მონაცემებს, ზარების განხორციელებასა და მესიჯების დაგზავნას. 

 

თუ გსურს გაიგო მეტი, თუ როგორ მუშაობს როუმინგი "სახლში", იხილე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები აქ:

 

 

 

17-05-2017