×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
"ევროკავშირი საქართველოს მომავალი და ერთადერთი საბოლოო დანიშნულების ადგილია", - გამარჯვებული კონკურსანტი

ევროკავშირის წერითი კონკურსი #EUaroundU საქართველოდან სტუდენტმა გიორგი კახნიაშვილმა მოიგო. კონკურსის მიხედვით 15-დან 26 წლამდე ახალგაზრდებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან წარმოადგინეს თავიანთი ისტორიები, თუ როგორ დაეხმარა მათ ევროკავშირი პირად თუ საზოგადო ცხოვრებაში.

 

"ევროპამ შემცვალა", - წერს გიორგი: "კარგად ვიაზრებ, რომ ერთადერთი გზა, რითითაც შემიძლია ჩემი კონტრიბუცია შევიტანო ჩემი ქვეყნის განვითარებაში არის იმ იდეის მხარდაჭერა, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალი და ერთადერთი საბოლოო დანიშნულების ადგილია".

კონკურსი ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გიორგის ისტორია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

24-05-2017