×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
პროგრამა "პესტალოცი" (Pestalozzi Programme)

პროგრამა ,,პესტალოცი” მასწავლებელთა, ტრენერებისა და განათლების სპეციალისტებისტებისათვის შექმნილი პროგრამაა გახლდათ, რომელიც უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. „პესტალოცს“ ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ევროსაბჭო ახორციელებდა.

“პესტალოცის” ფარგლებში მასწავლებლები თანამშრომლობდნენ ევროპელ კოლეგებთან, ერთობლივად გეგმავდნენ და ახორციელებდნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, ამყარებდნენ პროფესიულ კავშირებს ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან.

 

პროგრამა შემდეგი სახის აქტივობებს მოიცავდა: ევროპული სამუშაო შეხვედრები , ევროპული ტრენინგ-მოდულები, საზაფხულო სკოლები და ეროვნული სემინარები. ხოლო აქტივობების პრიორიტეტული მიმართულებები გახდლდათ - სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა სკოლებში, ადამიანთა უფლებების სწავლება, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა და სხვ.

 

პესტალოცის პროგრამაში ჩართვა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს, სახელმძღვანელოების ავტორებს, დირექტორებს, განათლების სპეციალისტებსა და მასწავლებელთა ტრენერებს.

 

საქართველოში ”პესტალოცი”  2009 წლიდან 2017 წლის ჩათლით ხორციელდებოდა და მას კოორდინაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უწევდა.

დეტალებთან დაკავშირებით უნდა გაეცნოთ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე.

 

ან დაუკავშირდით პროგრამა „პესტალოცის“ კოორდინატორს საქართველოში:

 

ნინო მაისურაძე

 

საკონტაქტო ნომერი: 577 767671; 2 200 220 (შიდა N4607)

 

ელ-ფოსტა: nmaisuradze@tpdc.ge ; info@tpdc.ge

 

 

სასარგებლო ბმულები:

 

17-08-2016