საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საშემოდგომო სკოლა სტუდენტებისთვის ქ.ზუგდიდში

ქ. ზუგდიდში 25-27 სექტემბერს სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა „საქართველოს ევროინტეგრაცია“ გაიხსნება. სკოლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირის მოქმედ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რასაც ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს.

 

საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით იმართება. მსგავსი სკოლების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება

 

ღონისძიების ჩატარების ადგილი: ტექნოპარკი

დაწყების საათი: 15:00