×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ბოლო გამოკითხვებით, საქართველოში ევროკავშირისადმი მხარდაჭერა და ნდობა გაზრდილია

ევროკავშირმა 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. 

2017 წლის მარტი-მაისის თვეებში საქართველოში 1000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროკავშირისადმი მხარდაჭერა და ნდობა გაზრდილია. გამოიკვეთა შემდეგი დადებითი შედეგები:

 

• საქართველოში პრო-ევროპული განწყობა გაზრდილია. გამოკითხულთა 59%-ს ევროკავშირის შესახებ დადებითი განწყობა აქვს. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია;
• გამოკითხულთა 83% საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას დადებითად აფასებს. წინა წელთან შედარებით მოცემული პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია 75%-იდან 83%-მდე, და საგრძნობლად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს.
• საქართველოს მოსახლეობის 66% ნდობას უცხადებს ევროკავშირს, 56%-გაეროს, ხოლო ნატოს 54%.
• საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს (58%) აქვს ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების შესახებ. ხოლო მათი 3/4 მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება ეფექტური და შედეგიანია.

 

გამოკითხვის შედეგები იხილეთ აქ: 

- გადმოწერა / გახსნა

 

რეგიონული მიმოხილვა (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა) 

19-10-2017