×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი ბრიუსელში, 2017 წლის 24 ნოემბერს გაიმართება

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი ბრიუსელში, 2017 წლის 24 ნოემბერს გაიმართება.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული მიდგომის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა 2020 წლისათვის 20 ძირითადი მიზანი შეიმუშავა, რომლების განსახორციელებლადაც კონკრეტულ ნაბიჯებს აღნიშნულ სამიტზე განიხილავენ. 


„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP) წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომელშიც ჩართულია ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობას.


აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობის ხელმძღვანელი პირები და ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა შეაჯამებენ 2015 წლის რიგის სამიტის შემდეგ განხორციელებულ ქმედებებს, განსაკუთრებით, იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომლებიც მიმართული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ასევე, შეხვედრაზე განიხილავენ რიგის სამიტზე შეთანხმებულ 4 ძირითად პრიორიტეტულ სფეროს: ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მმართველობა, ძლიერი კავშირები და ძლიერი საზოგადოება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის სამიტის შესახებ ეწვიეთ ბმულს

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების ერთობლივი დეკლარაციები იხილეთ აქ.

01-11-2017