×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ჰორიზონტი 2020 (Horizon 2020)

რა არის ჰორიზონტი 2020?

 

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებს, ინოვაციებსა და საუკეთესო იდეებს. ეს არის მსოფლიოში მოქმედი ყველაზე ფართო მულტინაციონალური პროგრამა კვლევისა და ინოვაციის სფეროში. მკვლევარებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ორგანიზაციებს, კომპანიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ განაცხადი და ჩაერთონ სამუშაო პროგრამის აქტივობებში.

 

პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს ბრწყინვალე მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს. ჰორიზონტი 2020 წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის კონკურენტუნარიანობა მსოფლიოს მასშტაბით. ამაში მოიაზრება ეკონომიური ზრდა და ახალი სამსახურების შექმნა. სწორედ ამ მიზეზით, ჰორიზონტი 2020-ს ევროპის ლიდერების და ევროკავშირის პარლამენტის წევრების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. ევროპის ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის.

 

ჰორიზონტი 2020 პროგრამის ამოცანებია: უზრუნველყოს მსოფლიო-კლასის მეცნიერების განვითარება, მოუხსნას ბარიერები ინოვაციას და შექმნას ინოვაციებისათვის ხელსაყრელი გარემო საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გზით.

 

რამდენია პროგრამის ბიუჯეტი 2018-2020 წლებისთვის?

 

2018-2020 წლებში ევროკავშირმა კვლევებისა და ინოვაციების სტიმულირებისა და ხელშეწყობისთვის 30 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტი გამოყო. პროგრამა მეცნიერებსა და ინოვატორებს მესამე ქვეყნებიდან სთავაზობს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს იმუშაონ კოლეგებთან, როგორც ევორკავშირის ისე ჰორიზონტ 2020-ში მონაწილე ქვეყნებიდან, ისეთ სფეროებში, რომლებიც მათი საერთო ინტერესია.

 

რომლებია ამჯერად მიმდინარე კონკურსები?

 

ხელოვნება, რომელიც სტიმულს აძლევს ინოვაციას

ჯანდაცვის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა

კონკურსი მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მიმართულებით: „კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის აქტივობა“

ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და დაფინანსების მიმართულებით

 

სად ვნახო პროგრამის ფარგლებში ქართველების მონაწილეობით დაფინანსებული პროექტები?

 

მითითებულ ბმულზე

 

ჰორიზონტი 2020 ღიაა ყველასათვის და გამოირჩევა მარტივი სტრუქტურით, რაც მასში მონაწილეობის მსურველებს უადვილებს საქმეს და უზოგავს დროს.

 

მეტი ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე.

 

საკონტაქტო პირი:

 

ნათია გაბიტაშვილი, ჰორიზონტი 2020-ის საკონტაქტო პირების ეროვნული კოორდინატორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ტელ: +995-599-970051;

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. 52, 0102, თბილისი, საქართველო'

ელფოსტა: [email protected], [email protected]

17-08-2016