×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი ბიზნესის განვითარებისთვის 90 მლნ ევროზე მეტი ოდენობის სესხებს გამოყოფენ

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა  (EIB), რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF) ქმნის, ქართულ ბანკებთან სამი საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებების მიხედვით, ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის 90 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სესხები გაიცემა. 

საგარანტიო ხელშეკრულებები დაიდო „თი-ბი-სი“ ბანკთან და კრედო ბანკებთან.

InnovFin ხელშეკრულება საშუალებას მისცემს თიბისი ბანკს, გასცეს დაახლოებით  240 მილიონი ლარის (80 მილიონი ევროს) ოდენობის სესხები ინოვაციურ კომპანიებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში. InnovFin საგარანტიო ხელშეკრულება თიბისი ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს ფარავს.  

EU4Business ინიციატივის ფარგლებში მეორე საგარანტიო ხელშეკრულება განაპირობებს დამატებით დაახლოებით 42 მილიონი ლარის (14 მილიონი ევროს) ოდენობის დაფინანსების გამოყოფას, რომლითაც  მცირე და საშუალო ზომის ინოვაციური საწარმოებისთვის მცირე სესხები გაიცემა. შედეგად, საქართველოში სამუშაო ადგილები და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობებისთვის მხარდაჭერა გაიზრდება. გარანტია ფარავს თიბისი ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის 70%-ს.

მესამე ხელშეკრულებით დაახლოებით 12 მილიონი ლარის (5 მილიონი ა.შ.შ. დოლარის) ოდენობის საკრედიტო ხაზი შეიქმნება, რომელიც ქართული მიკრო და მცირე საწარმოებების პროექტებს დაუჭერს მხარს.  

საკრედიტო ხაზი მიკრო მეწარმეებზე იქნება მიმართული, მათ შორის თვითდასაქმებულ პირებზე, კერძო მეწარმეებზე და მიკრო-სამეწარმეო ჯგუფებზე, განსაკუთრებული აქცენტი ქალ ბენეფიციარებზე გაკეთდება.

წელს ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან მე-10 წლისთავს აღნიშნავს, ამ პერიოდში სულ 21 პროექტი იქნა განხორციელებული, რომელთა საერთო ოდენობა 1.6 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების კუთხით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე იმყოფება. ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში შემდეგი პრიორიტეტები გააჩნია: ადგილობრივი კერძო სექტორის გაძლიერება, განსაკუთრებით ვაჭრობის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კუთხით და ასევე სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ხელშეკრულებები ევროკავშირის ინიციატივის „EU4Bussiness” ფარგლებში დაიდო.

 

წყარო : https://eeas.europa.eu/delegations/georgia/36437/node/36437_ka

05-12-2017