×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
შემოქმედებითი ევროპა (Creative Europe)

რა არის შემოქმედებითი ევროპა?

 

ეს ევროკავშირის ახალი პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურისა და და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიქმნა. შემოქმედებითი ევროპა მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას, ეკონომიკურ წინსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

 

2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს უჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

 

შემოქმედებითი ევროპა ორ ქვეპროგრამად იყოფა:

  • კულტურის მხარდაჭერის ქვე-პროგრამა (Culture)

საკონტაქტო პირი: ქეთევან შენგელია
ტელ: (+995 32) 2 145 307
ელ-ფოსტა: [email protected]

დამატებითი ინფორმაციისათვის, ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ევროკომისიის ვებ-გვერდს.

 

  • აუდიოვიზუალური სექტორის მხარდაჭერის ქვე-პროგრამამედია (MEDIA)

საკონტაქტო პირი: ნოშრე ჩხაიძე
ტელ: (+995 32) 2 999 102
ელ-ფოსტა: [email protected]

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ევროკომისიის ვებ-გვერდს.

 

ამჯერად, 

 

შემოქმედებითი ევროპის (Creative Europe) ფარგლებში გამოცხადებულია 2 ახალი კონკურსი: თანამშრომლობის პროექტები და ევროპული ქსელები.

გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომლობის კონკურსზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 23 ნოემბერი, ხოლო ევროპული ქსელების კონკურსზე - 25 ნოემბერი.

თუ კულტურის ნებისმიერ სფეროში წარმატების მოპოვებით ხართ დაინტერესებული, მაშინ გაეცანით დეტალურ ინფორმაციას თანამშრომლობის კონკურსის შესახებ ბმულზე.

 

ხოლო ევროპული ქსელების კონკურსის შესახებ აქ.

 

შეგახსენებთ, რომ ღია კონკურსებში მონაწილეობის მიღების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობა. ამიტომ, მითითებული ბმულებით გაეცნობით პარტნიორთა მოძიების საშუალებებს:

** http://www.creativeeuropeuk.eu/find-partner - ბრიტანეთის დესკის ვებ-გვერდი, სადაც წარმოდგენილია პოტენციური პარტნიორების ყველაზე დიდი ბაზა

** http://www.creative.partners - პარტნიორთა მოძიების ერთ-ერთი პლატფორმა.
 

*დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს Creative Europe Desk-

Culture ქვე-პროგრამის სამსახური წარმოდგენილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ხოლო ქვე-პროგრამა MEDIA- სამსახურს უზრუნველყოფს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

* საქართველოში , პროგრამის ოფიციალური ვებგვერდი

 

17-08-2016