საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში

ა) პროექტის დასახელება: დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში

ბ) პროექტის ხანგრძლივობა: ნოემბერი 2018 - დეკემბერი 2022

გ) პროექტის დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი, 2018 წელი

დ) პროექტის დასრულების თარიღი: 31 დეკემბერი, 2022 წელი

 

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ:

 

2018 წლის სექტემბრის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამთავრობო უწყებისთვის ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის დახმარება გამოყო. პროექტს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, საქართველოს მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის განმტკიცებასა და გაზრდას და ანტი-დასავლური პროპაგანდის შედეგად გავრცელებული მითებისა და მცდარი შეხედულებების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მედეგობის განმტკიცებას.

 

2020 წლის ივლისში დამატებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტის 2022 წლის ივლისამდე გაგრძელების შესახებ. პროექტის მეორე ფაზის განსახორციელებლად დამატებით გამოიყო 250 000 აშშ დოლარი.

 

36 თვიანი პროექტი 2019 წლის დასაწყისიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ამოცანაა პირდაპირი კომუნიკაციის გზით, საქართველოს ათივე რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი) მცხოვრები მოქალაქეებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის გასაგებ ენაზე, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, შესაძლებლობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ასეთი ინტერვენციის შედეგად, რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა გაიგებს უფრო მეტს იმ სარგებლის შესახებ რასაც საქართველო იღებს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესისგან, რა ახალი შესაძლებლობები იქმნება და როგორ აისახება ეს ყოველივე ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

პროექტის ამოცანებია:

  • ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომლის მიზანია მოწყვლადი და სტრატეგიული სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებულობის გაზრდა ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ სიკეთეებზე, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შედეგად იღებს
  • საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო ცენტრის ძირითადი სამიზნე აუდიტორიის შესაძლებლობების განვითარება და ცნობიერების ამაღლება ანტი-დასავლური პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით
  • მცირე გრანტების საშუალებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივების ხელშეწყობა

 

12-01-2022