საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში შეხვედრა გაიმართა

13.02.20 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის  ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის ამერიკულ კუთხეში  პროგრამა  Access -ის   წევრებს შეხვდა  და   ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა.

 

ხვედრაზე მონაწილეებმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროკავშირთან  ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.  მოსწავლეები  დაინტერესდნენ,  ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში, რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს  საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგის წარმოების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციის გააქტიურების მექანიზმებზე.  ყურადღება  გახვილდა, ევროკავშირის მიერ ახალგაზრდებისთვის დაფინანსებული  პროგრამის ERASMUS+   და   სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის  მიმდინარე პროგრამა  ENPARD -ის  სიკეთეებსა და სარგებელზე, უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, მის სიკეთეებსა და ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და მათ პრევენციაზე, აგრეთვე, ისაუბრეს საზოგადოებაში მომძლავრებული ანტიდასავლური პროპაგანდისგან  მომდინარე საფრთხეებზე  და დასახელდა  ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  რეგიონებში. 

 

პროგრამა  Access -ის კოორდინატორმა ქეთი პაპავამ  ახალგაზრდების სწორი ინფორმირების მნიშვნელობაზე, სამოქალაქო აქტივიზმის ამაღლებასა და საინფორმაციო ცენტრის აქტივობებში  შემდგომი ჩართულობისთვის  მოსწავლეების   მზაობაზე ისაუბრა. 

 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა სახალისო ვიქტორინა,  აქტიურ მსმენელებს  საინფორმაციო ცენტრისგან  სამახსოვრო პრიზები, ხოლო შეხვედრის ყველა მონაწილეს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.    

 

 

13-02-2020