საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ წესის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

14.02.20 - სოფელი წესი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

მომხსენებელმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს პარტნიორობის, თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ასევე, ისაუბრა, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე. ყურადღება გამახვილდა ნატოში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს  თემატური საინფორმაციო მასალა  გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

        

14-02-2020