საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელენმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

13.02.20 - ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბელგიის სამეფოს საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელენმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან უვიზო მიმოსვლის  საკითხებზე შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრის მონაწილეებს  ევროკავშირის/ შენგენის  ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. საუბარი შეეხო იმ რისკებსაც, რაც დაკავშირებულია უვიზოდ მიმოსვლის წესების დარღვევასთან და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

შეხვედრაზე კატი ვერცელენმა ბელგიის  სამეფოში ვიზალიბერალიზაციის სიკეთეების მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით სწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული რეგულაციების ფარგლებში შეძლონ გადაადგილება.

 

 

13-02-2020