×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

19.02.20 – სოფელი საგურამო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს  საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენლებმა  ანა ცანავამ  და მარიკა ვაჭარაძემ   საქართველოს  ნატოსა   და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

19-02-2020