×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

19.02.20 - ლენტეხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ, ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

მომხსენებელმა შეხვედრის მონაწილეებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო  ნატოს ისტორიას, ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს.  ასევე, ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებს.

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

19-02-2020