×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გურჯაანში შეხვედრა გაიმართა

20.02.20 - გურჯაანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოს  ევროინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა ალექსანდრე კახიძემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორმხრივი ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეების შესახებ, რომელსაც ვიღებთ ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად.

 

ყურადღება, ასევე, გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ და განსაკუთრებით აღინიშნა მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე მეტი კომუნიკაციის აუცილებლობა.

20-02-2020