×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ აჭყვაში შეხვედრა გაიმართა

20.02.20 - სოფელი აჭყვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  რეგიონულმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით პედაგოგებისა და მასწავლებლებისათვის ქობულეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  ევროკავშირისა და ნატოს შექმნის ისტორიას,  მათი ფუნქციონირების  მიზნებსა და პრინციპებს, აგრეთვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და  გამოწვევებს.  დასახელდა  ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  რეგიონებში და   ახალგაზრდებში   გარკვეული  სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება.   

 

ასევე, ყურადღება გაამახვილდა   ყალბი ინფორმაციის გადამოწმების ხერხებსა და მეთოდებზე და მოსწავლეებს საინფორმაციო ქსელებისა   და ელექტრონული რესურსებით უსაფრთხოდ  სარგებლობაზეც ესაუბრა.    ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას, ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას.   

 

შეხვედრის დასასრულს,  ყველაზე ატიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები და  თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

 

20-02-2020