×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

21.02.20 - თიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და N2 საჯარო სკოლის დირექციის ჩართულობით საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ პროექტი "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში" გააცნო და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.

 

 შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს  საინფორმაციო თემატური მასალები გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

21-02-2020