×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თიანეთის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

21.02.20 - თიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  დაბა თიანეთის  პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელმა ანა ცანავამ საქართველოს  ნატოსა   და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

 

სკოლის ბიბლიოთეკაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხეც გაიხსნა.

 

შეხვედრა პროექტის  "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.  პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

21-02-2020