საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ქსანის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

19.02.20 - სოფელი ქსანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის   მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.     

 

შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის    წარმომადგენლებმა სალომე აბულაძემ და თეონა ზურაბაშვილმა საქართველოს    ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,    არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებზე და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ პროგრამებზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.     

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.  

 

19-02-2020