×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ძეგვის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

19.02.20 - სოფელი ძეგვი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ადგილობრივ მოსახლეობასთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენლებმა თეონა ზურაბაშვილმა და სალომე აბულაძემ   საქართველოს  ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ამ მხრივ არსებულ საფრთხეებს. 

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს  თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

 

19-02-2020