×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ მისაქციელში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20.02.20 - სოფელი მისაქციელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ადგილობრივ მოსახლეობასთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  

 

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები თეონა ზურაბაშილი და სალომე აბულაძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საქართველოს  ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობას,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მითებსა და რეალობაზე.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.  

 

20-02-2020