×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა

21.02.20 - ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს, საერთშორისო ურთიერთობათა კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა, ერეკლე შუბითიძემ და საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე, მომხსენებლებმა განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მისი, როგორც ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენების საკითხი. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელსა და შესაძლებლობებზე.

 

შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, საკრებულოს წევრები და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღნიშნულ პროცესებში მოქალაქეების მეტი ჩართულობა.

21-02-2020