×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ დაბა მანგლისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21.02.20 - სოფელი დაბა მანგლისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა მანგლისში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ევროპული გაერთიანებისა და გაფართოების ისტორია გააცნო. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხლეშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და  ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ მანგლისის საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს  საინფორმაციო მასალები, ხოლო აქტიურ მსმენელებს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

21-02-2020