×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელი მეორე ობჩის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25.02.20 - სოფელი მეორე ობჩა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ჩართულობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მერის რწმუნებულის ორგანიზებით საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე სოფელ მეორე ობჩის მოსახლეობას შეხვდა.

 

შეხვედრაზე მომხსენებელმა ნატო საქართველოს პარტნიორობაზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, განიხილა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები.

 

შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას საინფორმაციო თემატური მასალები გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

25-02-2020