×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ აჭყვისთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25.02.20 - სოფელი აჭყვისთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს   ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და   პროგრამა   „მომავლის თაობა“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობით საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ აჭყვისთავში პედაგოგებსა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  

         

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და გამოწვევებს, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელს, ახალი შესაძლებლობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. საუბარი შეეხო, ასევე,  საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებსა და ზოგადად საზოგადოებაში გარკვეული    სკეპტიციზმის დასანერგად. შეხვედრის მონაწილეებმა, ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელებით ვრცელდება.  მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობასა და სიკეთეებს, ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას.

 

შეხვედრაზე სახალისო ვიქტორინაც მოეწყო   და   მონაწილეებს   თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს   ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცი

 

25-02-2020