×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორის მუნიციპალიტეტის მწერალთა სახლში შეხვედრა გაიმართა

25.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გორის მწერალთა სახლში ევროპული და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, თამარ გოგოლაძემ და ბექა ექსეულიძემ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე და ასოცირების ხელშეკრულებაზე. მონაწილეები დაინტერესდნენ თუ რა რეფორმები აქვს სქართველოს გასატარებელი და რა გამოწვევებია ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში.

 

შეხვედრას გორის ცენტრალური, საბავშვო და მოზარდთა ბიბლიოთეკის, კულტურის ცენტრის,  ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის წარმომადგენლები და გორის მწერალთა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

        

25-02-2020