×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ხაშურის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

24.02.20 - ხაშური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“  ხაშურის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა საქართველოს  ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებზე გამახვილდა ყურადღება. ინტერაქტიული პრეზენტაციისა და დისკუსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დასვეს კითხვები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის შესახებ.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა. გამარჯვებულებს პრიზები, ხოლო ყველა მონაწილეს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

24-02-2020