×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ხაშურის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

24.02.20 - ხაშური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  ხაშურის  პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა საქართველოს  ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

 

ინტერაქტიული პრეზენტაციის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის შესახებ.

 

შეხვედრა პროექტის  "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.  პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

24-02-2020