×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსთან იმრიჩ ბაბიკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის სტრუქტურა, საქმიანობის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა განიხილეს დეზინფორმაციის/ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები. თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის სამიზნე აუდიტორიის, განხორციელებული პროექტებისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ საინფორმაციო ცენტრის გამოცდილების შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა.

 

თავის მხრივ სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა ცენტრის დირექტორს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მზაობა გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობაზე.

26-02-2020