×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე აფხაზეთის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

26.02.20 - ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და უვიზო მიმოსვლის  საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა  წარმომადგენელმა ანა ცანავამ შეხვედრის მონაწილეებს  ევროკავშირის/შენგენის  ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო იმ რისკებსაც, რაც წესების დარღვევასთან და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან არის დაკავშირებული. მომხსენებელმა  საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.

 

26-02-2020