×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითებზე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გაიმართა

27.02.20 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ოფისთან  თანამშრომლობით,  რეგიონში მოქმედ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

  

შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა" წარმომადგენელი ანა სანიკიძე  და ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი უძღვებოდნენ.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ევროკავშირის დახმარების პროგრამებს,  მათი შესრულების დინამიკას, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, დაფინანსების გზებსა და განაცხადების შედგენის ტექნიკურ დეტალებს.  სპიკერებმა მსმენელებთან ერთად ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რეგიონის მედიის და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი საქმიანობის გააქტიურების თაობაზე.   მომხსენებლებმა საქართველოს ევროკავშირთან  თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს და აუდიტორიას  გაუზიარეს მათი საქმიანობის, გამოცდილების და წარმატების მაგალითები. 

 

შეხვედრა,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში”  ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ  პროექტს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს და მის ფარგლებში   საქართველოს ყველა  რეგიონის მუნიციპალიტეტებში პერმანენტულად  ეწყობა შეხვედრები  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.  შეხვედრები მიზნად ისახავს  დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ  ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის  ამაღლებას და მოქალაქეების მეტ ჩართულობას  აღნიშნულ პროცესებში.

27-02-2020