×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა

27.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  ორგანიზებით, გორის დემოკრატიული ჩრთულობის ცენტრში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე  მოწვეულმა ექსპერტმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორის მოადგილემ ნათია გვენეტაძემ და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

 

მოწვეულმა ექსპერტმა, ნათია გვენეტაძემ ნატოს დაფუძნების, გაფართოებისა და  საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. უპასუხა საზოგადოების დასმულ შეკითხვებს და შეხვედრის მონაწილეებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.

 

მონაწილეებს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ,   ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

27-02-2020