×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე გორის N3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

27.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო  სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მოსწავლეებს ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე  ესაუბრა.  ყურადღება გაამახვილა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით სთავაზობს. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაფართოების ფაზებსა და პარტნიორობის მექანიზმებს.  ასევე, ისაუბრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ.

 

 

27-02-2020