×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორის N9 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

26.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტის N9 საჯარო სკოლაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფრომაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების საკითხებზე მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა,  შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც საუბარი ეხებოდა ნატოში გაწევრების მნიშვნელობას, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღებულ სიკეთეებსა და უვიზო მიმოსვლის საკითხებს.

26-02-2020