×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს, მიმდინარე პროცესებსა და ძირითად გამოწვევებს შეეხო, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პროცესებთან არის დაკავშირებული.

 

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.

25-02-2020