×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქედაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

28.02.20 - ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  ორგანიზებით   ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში პედაგოგებისათვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას მოწვეული ექსპერტი ანა სანიკიძე და საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელი სალომე აბულაძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს. 

 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.


შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.  

 

28-02-2020