×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორის N7 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

28.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“  ფარგლებში გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის დაფუძნებისა და გაფართოების ისტორიაზე, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

 

ინტერაქტიული პრეზენტაციისა და დისკუსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის შესახებ.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა. გამარჯვებულებს პრიზები ხოლო, ყველა მონაწილეს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

28-02-2020