×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე გორის ბაგა-ბაღების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა

28.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ბექა ექსეულიძემ და თამარ გოგოლაძემ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითებზე გორის საკრებულოს სააქტო დარბაზში, საბავშვო ბაგა–ბაღების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე განიხილეს ანტი–დასავლური პროპაგანდის საფრთხეები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე, მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგისა და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართვის მნიშვნელობა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს  თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

 

        

28-02-2020