×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორის N 10 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

28.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გორის N 10 საჯარო სკოლაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე.

 

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს თემატური საინფორმაციო მასალა, ხოლო მცირე ვიქტორინაში გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

        

 

28-02-2020