×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ მელექედურში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20.02.20 - სოფელი მელექედური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, სამსონ სიამაშვილმა ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდებმა და სტრატეგიამ, ასევე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საზოგადოების მედეგობის გაძლიერების  მნიშვნელობას.

  

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

 

 

20-02-2020