×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ბუკისციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25.02.20 - სოფელი ბუკისციხე, იანული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხისა და სოფელი იანულის მოსახლეობისათვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, სამსონ სიამაშვილმა ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებმა. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით დეზინფორმაციის აღმოფხვრის აუცილებლობას.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

25-02-2020