×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ხიდისთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

27.02.20 - სოფელი ხიდისთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, სამსონ სიამაშვილმა ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

27-02-2020