×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამოწვევებზე საპასუხოდ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. საქართველოს წითელი ჯვრის ინიციატივით ხონში 10 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს, სადაც 70 წელს გადაცილებული მოხუცები ცხოვრობენ, საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

ამანათები ოჯახებს, ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და მარიკა ვაჭარაძემ პირადად მოუტანეს.

 

#stopCOVID19

12-05-2020