×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგებისთის ონლაინ სემინარები გრძელდება

2020 წლის 3 ივნისს,  საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში  პედაგოგებისთვის მეორე ონლაინ სემინარი გაიმართა. მონაწილე პედაგოგებს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესახებ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ლევან მახაშვილი ესაუბრა. 

 

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ზოგადად ამ შეთანხმების, როგორც ქვეყნის მოდერნიზაციის და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი  სარგებელი და შესაძლებლობები  რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს  მოაქვს პედაგოგებისთვის.

 

აღნიშნული ონლაინ სემინარი  ევროპის დღეებში პედაგოგებისთვის დაგეგმილი ონლაინ ლექციების ციკლის ფარგლებში გაიმართა. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.  

 

03-06-2020