×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი ჩატარდა

2020 წლის 4 ივნისს,  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი ჩატარდა.

 

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, მაღალმთიან აჭარაში, სალომე აბულაძე უძღვებოდა.

მომხსენებელმა  ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და გამოწვევებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებს. 

 

სემინარი საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"- ის ფარგლებში გაიმართა.

 

04-06-2020