×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მასწავლებლებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

2020 წლის 4 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი შეუერთდა ღონისძიებას, რომლიც ფარგლებშიც   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ქუთაისში, აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და საჩუქრები გადასცა. საჩუქრები „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაეცათ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

სასაჩუქრე ნაკრებს ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს, რაც დევნილ ახალგაზრდებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება.

 

ასევე, პროექტის ფარგლებში,  ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“ იმართება, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და გამაჯვებულები 15 სექტემბერს გამოვლინდებიან.

04-06-2020