×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ეევროინტეგრაციის საკითხებზე ქ. ფოთის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

2020 წლის 5 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ქ. ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

 

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ანა ცანავა და სალომე   აბულაძე   უძღვებოდნენ. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ევროკავშირის ისტორიაზე,   საქართველოს   ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა   და გამოწვევებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და პროგრამა Erasmus +   მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს, აგრეთვე,  ახალიკორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ   დახმარებას.  

     

სემინარი   ინტერაქტიულ   რეჟიმში   წარიმართა.  

     

სემინარი საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში, ქ. ფოთის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის "მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ" ერთ-ერთი გამარჯვებულის ქ-ნ მაია გვასალიას ინიციატივით გაიმართა.

  

05-06-2020