×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარის რეგიონის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

2020 წლის  4  ივნისს, საგარეო საქმეთა  სამინისტროს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა    და  ევროკავშირის შესახებ“ რეგიონულმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა  გაბინაშვილმა,  პროგრამა „მომავლის თაობა-აჭარა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის, ონლაინ-სემინარი ჩაატარა.     

 

"ევროპის  დღეები  2020"-ის  ფარგლებში გამართულ სემინარზე დეტალურად განიხილეს ასოცირების ხელშეკრულების 6  წლის შედეგად მიღწეული წარმატებები,      საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებელი და პერსპექტივები, საქართველო-ევროკავშირს  შორის  არსებული ურთიერთობები,  ასოცირების  ხელშეკრულების  მიერ  ნაკისრვალდებულებები  და  კონკრეტული შედეგები.  ახალგაზრდებს  მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებში ჩართულობაც თითოეული მსურველისთვის არის შესაძლებელი. საუბარი შეეხო აგრეთვე      ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, მითებსა და რეალობას. 

    

"ევროპის  დღეები  2020" - ის ფარგლებში ონლაინ შეხვედრები და აქტივობები აჭარის რეგიონის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის 26 ივნისამდე გაგრძელდება და მათში ჩაერთვებიან, როგორც მოსწავლეები და სტუდენტები, აგრეთვე პედაგოგები და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები. ღონისძიებები აჭარაში მოქმედ სხვადასხვა  ორგანიზაციასთან    პარტნიორობით განხორციელდება.

 

საგარეო    საქმეთა    სამინისტროს    ნატოსა    და  ევროკავშირის    შესახებ    საინფორმაციო    ცენტრი  2020    წელს    ევროპის    დღეებს    მიმდინარე    წელს,  საქართველოს    პარლამენტთან    პარტნიორობითა    და  საქართველოს    საგარეო    საქმეთა    სამინისტროს  მხარდაჭერით, უკვე        მერვედ    აღნიშნავს.   

ევროპის  დღეების    მიზანია    ევროკავშირისა    და    მისი  ინსტიტუტების,    საქართველოს    ევროპული  ინტეგრაციის    პროცესის    შესახებ    საქართველოს  მოქალაქეების    ინფორმირება    და    აღნიშნულ  პროცესში    მოსახლეობის    ჩართულობის  მაქსიმალური    ხელშეწყობა.

 

 

04-06-2020