×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე შუახევში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

2020 წლის 6 ივნისს, საქართველოს ევროოინტეგრაციის საკითხებზე შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა.

 

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები, სალომე აბულაძე და ანა ცანავა, უძღვებოდნენ. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებობებსა და უვიზო მიმოსვლათან დაკავშირებულ საკითხებს.

 

სემინარი საქართველოში მიმდინარე „ევროპის დღეები 2020“- ისა და „მწვანე კვირეული“-ის კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

06-06-2020